2016-06-29   
შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორთა შესარჩევი ტესტირება/გასაუბრება

საქართველოს შსს აკადემიაში მიმდინარე წლის 14 ივლისს დაგეგმილია იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილე პირთა ტესტირება/გასაუბრება. კანდიდატები აკადემიაში უნდა გამოცხადდნენ წარმოდგენილი გრაფიკის მიხედვით და თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები.

  ვრცლად...


 
2016-06-28
ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილე პირთა გასაუბრება

საქართველოს შსს აკადემიაში 2016 წლის 07 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით განხორციელდება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორთა შესარჩევი კონკურსში მონაწილე იმ პირთა  გასაუბრება,  რომლებმაც 2016 წლის 23 და 34 ივნისს გაიარეს ტესტირება და ამასთანავე გადალახეს ტესტირების გამსვლელი ქულა (130 ქულა).

ვრცლად...   
2016-06-23
შსს-ს აკადემიაში გამართული შინაგან საქმეთა სამინისტროს კარიერული განვითარების ფორუმი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის 200-მდე სტუდენტს შსს-ს აკადემიაში გამართულ კარიერული განვითარების ფორუმზე უმასპინძლა. ფორუმის მიზანს უწყების მუშაობის შესახებ სტუდენტების ინფორმირება და კვალიფიციური, მოტივირებული კადრების მოზიდვა წარმოადგენდა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

ფორუმის ფარგლებში, შსს-ს აკადემიაში დისტანციური სწავლების პრეზენტაცია გაიმართა. აკადემიაში, სადაც ხელმისაწვდომია როგორც პროფესიული, ისე უმაღლესი განათლების მიღება, ახალი - დისტანციური სწავლების სისტემა დაინერგა, რაც კურსანტებისთვის საგანმანათლებლო პროცესს კიდევ უფრო მოქნილს გახდის.

ვრცლად...   
2016-06-17
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორთა შესარჩევი ტესტირებისა და გასაუბრების შედეგი

საქართველოს შსს აკადემიაში მიმდინარე წლის 16 ივნისს განხორციელებულ მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილე პირთა ტესტირება და გასაუბრება წარმატებით გაიარა შემდეგმა კანდიდატებმა.

ვრცლად...   
2016-06-17
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში მისაღები კანდიდატების გასაუბრება

საქართველოს შსს აკადემიაში 2016 წლის 14-15 ივნისს განხორციელებულ საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში მისაღები კანდიდატების  შესარჩევ კონკურსში მონაწილე იმ პირთა  გასაუბრება,  რომლებმაც წარმატებით გადალახეს ტესტირების გამსვლელი ქულა გასაუბრებაზე უნდა გამოცხადდნენ წარმოდგენილი გრაფიკის მიხედვით პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით.

ვრცლად...